aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ნაციონალური მოძრაობის” ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატის შტაბს თავს დაესხნენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ნაციონალური მოძრაობის” ვაკის მაჟორიტარიტარობის კანდიდატის, კოტე იოსელიანის შტაბს თავს დაესხნენ. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ თავად იოსელიანი სოციალურ ქსელში ავრცელებს. მისი განცხადებით, შტაბში ჯერ ბოთლი, შემდეგ კი აგური შეაგდეს:

“ჩემს შტაბში 2 დღის წინ შემოაგდეს ბოთლი. დღეს აგური.ივანიშვილის და კალაძის საცეცები ამით ვერ უშველიან ქართული ოცნების აგონიას.იმედი მაქვს, რომ სამართალდამცავები შეძლებენ პოლიტიკური პროცესებისაგან დისტანცირებას და დროულად დააკავებენ დანაშაულის ჩამდენებს. ვერ შეგვაშინებთ! ვეღარ გააყალბებთ! ჩვენ მოვიგებთ!”- წერს იოსელიანი facebook-ზე.

შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარ ფაქტზე წინასაგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

იტვირთბა....