aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

“ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატის ბინა გაჩხრიკეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ნაციონალური მოძრაობის” გლდანის მაჟორიტარი დეპუტატის, გოჩა კოკაიას ბინაში რამდენიმე წუთის წინ ჩრეკა მიმდინარეობდა. როგორც “მეტრონომს” პარტიის პერსსამსახურის წარმომადგენელმა სალომე სიგუამ განუცხადა, დეპუტატის ბინას  უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები ორი საათის განმავლობაში ჩხრეკდნენ.

გოჩა კოკაია საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატად, გლდანის რაიონში “ნაციონალურმა მოძრაობამ” ცოტა ხნის წინ  წარადგინა.  პრესსამსახურის ინფორმაციით, სუს-ის თანამშრომლებმა კოკაიას განუმარტეს, რომ მათ ერთ-ერთმა მოქალაქემ აცნობათ, თითქოს დეპუტატი ყალბ საბუთებს ამზადებდა. რამდენიმე საათიანი უშედეგო ძებნის შემდეგ მათ ვერაფერი იპოვეს. წასვლისას დალუქეს დეპუტატის პირადი ტელეფონი და თან წაიღეს. “ნაციონალური მოძრაობა” აღნიშნულ ფაქტს პოლიტიკურ მოტივს უკავშირებს.

 

ადგილზე “ნაციონალური მოძრაობის” ადვოკატი, გოგა ონიანიც იმყოფებოდა. დამატებით შეკითხვებს სამართალდამცველები არ პასუხობდნენ და ბინაში კამერებს არ უშვებდნენ.

 

იტვირთბა....