aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ნაციონალური მოძრაობა“ აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატის დროებით შეწყვეტას ითხოვს

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატის დროებით შეწყვეტას ითხოვს, – ამის შესახებ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

ამ საკითხთან დაკავშირებით, პარლამენტში ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის კონსულტაციები მიმდინარეობს.

სამადაშვილი ამბობს, რომ რეზოლუციის ტექსტის შეჯერების პროცესში ეს საკითხიც უნა იყოს გათვალისწინებული.

„აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატი დროებით უნდა შეწყდეს. ჩვენ არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ რუსეთთან ორმხრივი მოლაპარაკებების ფორმატი საერთოდ გაუქმდეს. საუბარია იმაზე, რომ ეს ფორმატი დროებით უნდა შეწყდეს, რადგან გაურკვეველია რა შედეგი მოაქვს, თუნდაც შექმნილ ვითარებაში, როდესაც პირდაპირ ჰუმანიტარული საკითხია ცხედრის გადმოსვენება და აღმოჩნდა, რომ ეს ფორმატი არაფერში გვადგება. აღნიშნული ფორმატი გაუმჭვირვალეა და არ ვიცით, რა მანდატი აქვს. ფორმატი პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს და მოლაპარაკებები პირველ რიგში, საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა აწარმოოს. სწორედ ამიტომ, ჩვენ აბაშიძე-კარასინის ფორმატის ცვლილება გვჭირდება“, – განაცხადა სამადაშვილმა.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს უნდა დაევალოს მოლაპარაკებების დაწყება, რათა რუსეთისთვის საერთაშირისო სანქციების დაწესების კონტექსტში საქართველოს პრობლემაც აისახოს.

ევროპულმა საქართველომ 5 მარტს უმრავლესობას ტატუნაშვილთან დაკავშირებით რეზოლუციის საერთო დოკუმენტის შექმნა შესთავაზა. რეზოლუცია ბიუროს სხდომაზე უმრავლესობამაც დაარეგისტრირა.

არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, დეფაქტო ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

იტვირთბა....