aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ნაციონალური მოძრაბის” რამდენიმე წევრი “ევროპულ საქართველოში” გადავიდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

გიგი უგულავას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობიდან“ “ევროპულ საქათველოს” რამდენიმე ადამიანი შეუერთდა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობიდან“ „ევროპულ საქართველოში“ გადავიდნენ თბილისის შტაბის უფროსი დავით ავალიანი, ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელი მარიამ რამინაშვილი, გლდანის ერთ-ერთი ოლქის მაჟორიტარი კანდიდატი კობა ზაქარეიშვილი, ასევე გლდანის ერთ-ერთი ოლქის აღმასრულებელი მდივანი ბესარიონ არველაძე და დიდუბის მაჟორიტარი კანდიდატი დავით ნაფეტვარიძე.

მისი თქმით, ეს იმ ადამიანების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც „ევროპულ საქართველოს“ შეუერთდნენ.

გიგი უგულავამ ასევე ისაუბრა ყოფილ დეპუტატ გია თევდორაძეზეც, რომელიც დღეს მოძრაობას „ძალა ერთობაშია“ შეუერთდა.

„ეს არის ის სიახლე, რაც დღეს ჩვენ ქუთაისში მოვისმინეთ. კერძოდ, გია თევდორაძე, ანდრო მაღლაკელიძე და მათთან დაკავშირებული პირები 10 თვის წინ „ევროპული საქართველოდან“ იმ მიზეზით წავიდნენ, რომ არ უნდოდათ პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობა სავარაუდო კონკურენციისა და წაგების შიშით. ეს მრავალგზის გაშუქდა სხვადასხვა მედიასაშუალებაში და ურცხვად, სამწუხაროდ, ვიღებთ რას, რომ თურმე ისინი დღეს შეუერთდნენ „ნაციონალურ მოძრაობას“ და ზარზეიმით გვამცნეს, რომ 140 რჩეული ვაჟკაცი წასულა „ევროპული საქართველოდან“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

იტვირთბა....