aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ნაციონალებმა ახალგაზრდების სიცოცხლე არჩევნებში გაცვალეს” – ლაფანყურის სპეცოპერაციისას დაღუპულის ოჯახი

aviabiletebi
ავიაბილეთები

ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დაღუპული 26 წლის ბაჰაუდინ ალდამოვის მშობლები გამოძიების დასრულებას ამ დრომდე ელოდებიან.

მათ ასევე  იმედი აქვთ, რომ ყოფილი ხელისუფლების პერიოდში საქმის მონაწილე მაღალჩინისნები, ვინც ახალგაზრდების ლიკვიდაციაში მონაწილება დაისჯებიან.

ასლოდინ ალდამოვის თქმით, ნაციონალებმა იმ დროს ახალგაზრდების სიცოცხლე არჩვენებში გაცვალეს და 7 ადამიანი მოკლეს.

სპეცოპერაციის დროს დაღუპულის ოჯახი 2012 წლის აგვისტოს იხსენებს, როცა ცხედრების ოჯახებისთვის გადაცემაზე მაშინდელმა ხელისუფლებამ ვაჭრობა დაიწყო და უთხრეს, რომ ახალგაზრდების ცხედრებს მხოლოდ იმ შემთხვევაში გადასცემდნენ თუ მათ ღამით დაკრძალავდნენ.

ასმათ მარგოშვილის თქმით, მათი ტრადიციების მიხედვით, ჭირისუფალმა ოჯახმა ჭიშკარი უნდა გახსნას და სამძიმარი მიიღოს, თუმცა მაშინდელი ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა მათ ამის უფლება არ მისცეს.

ოჯახი მტკიცე პოზიციაზეა და აცხადებს, ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის დაბრუნება არ შეიძლება.

შეგახსენებთ, რომ ლაფანყურის სპეცოპერაცია ლოპოტის ხეობაში ჩატარდა, მისი მთავარი მიზანი უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების განეიტრალება იყო. დაჯგუფებამ სოფელ ლაფანყურის რამდენიმე მოსახლე გაიტაცა. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაჯგუფების წევრები რუსი მეამბოხე ისლამისტები იყვნენ. თუმცა ეს ინფორმაცია მცდარი აღმოჩნდა.

ოპერაციას, რომელიც 2012 წლის 28 აგვისტოს დაიწყო, 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის 11 უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების წევრი, ქართულმა სპეცსამსახურებმა დაკარგა 3 ადამიანი, 5 კი დაიჭრა.

 

იტვირთბა....