aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“არ ვფიქრობ, ნატო-ში დღეს ვინმე იტყვის, საქართველო წევრად მივიღოთო”

aviabiletebi
ავიაბილეთები

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა კურტ ვოლკერმა გაზეთ „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში” საქართველოს ნატოში შესაძლო ინტეგრაციაზე ისაუბრა. მისი თქმით, უკრაინასთან შედარებით, საქართველოს უკეთესი პროგრესი აქვს, თუმცა, ის არ ფიქრობს, ნატო-ში დღეს საქართველოს გაწევრიანება იოლად მოხდეს.

„დღეს საქართველო ასევე მზად არ არის, გახდეს ნატო-ს წევრი. უკრაინასთან შედარებით საქართველოს უკეთესი პროგრესი აქვს. ვგულისხმობ გამჭვირვალობას, იმ წვლილს, რომელიც საქართველომ შეიტანა გლობალურ უსაფრთხოებაში, რეფორმებს თავდაცვის სფეროში, კორუფციასთან ბრძოლას და ა.შ. თუმცა, არ ვფიქრობ, რომ ნატო-ში დღეს ვინმე იტყვის, მზად ვართ, საქართველო წევრად მივიღოთო.“, – განაცხადა კურტ ვოლკერმა.

იტვირთბა....