aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას

aviabiletebi
ავიაბილეთები

ქალაქ ბუქარესტში,  ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 63-ე ყოველწლიური შეხვედრის პლენარული სხდომა გაიმართა. ალიანსის ქვეყნების დეპუტატებმა განიხილეს და კენჭი უყარეს რეზოლუციას “სტაბილურობა და უსაფრთხოება შავი ზღვის რეგიონში”. 

რეზოლუციის თანახმად, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. სხდომაზე ასამბლეამ გამოხატა ღრმა შეშფოთება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გამო; ნატოს ასამბლეა გმობს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებს, რუსეთის მცდელობებს დააშინოს ნატო-ს ასპირანტი და ალიანსთან ურთიერთობის გაღრმავების მსურველი მეზობლები.

აღნიშნულ რეზოლუციაში წარმოდგენილია საქართველოს მიერ განხორციელებული დემოკრატიული რეფორმები, ხოლო 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, მხარდაჭერილია. 

საპარლამენტო ასამბლეა  ნატო-ს წევრი ქვეყნების მთავრობებსა და პარლამენტებს მოუწოდებს:

1-საქართველოსთან შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სტრატეგიული დისკუსიები გაგრძელდეს;
2-რეგიონული უსაფრთხოების გამყარებისკენ მიმართულ ნატოს აქტივობებში საქართველოს ჩართულობა გაზარდონ;
3-ხელი შეუწყონ ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილების აღსრულებას.

რეზოლუციის პროექტი გუშინ გამოქვეყნდა

ცნობისთვის, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური პლენარული სხდომა 6 ოქტომბერს დაიწყო და მუშაობას დღეს, 9 ოქტომბერს დაასრულებს.

იტვირთბა....