aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ნატოს ასამბლეის მასპინძელი არაწევრი ქვეყნებიდან საქართველო მეხუთეა

aviabiletebi
ავიაბილეთები

26-29 მაისს საქართველო ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიას მასპინძლობს.

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნატო-ს არაწევრ ქვეყანაში ასეთი მაღალი დონის ფორუმი ტარდება. ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წევრები მიიღებენ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერ დეკლარაციას. ვფიქრობთ, ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორის კიდევ ერთხელ მხარდაჭერისთვის ასეთი ღონისძიების საქართველოში ჩატარება არის უაღრესად მნიშვნელოვანი”- ამის შესახებ პრემიერმ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის საქართველოში გამართვას გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრი  მიხეილ ჯანელიძეც. მისი თქმით, ეს არ არის ჩვეულებრივი მოვლენა, ეს ნამდვილად დიდი მოვლენაა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, პირველ რიგში, ეს არის გამოხატულება საქართველოს ნატო-სთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობის.

“ეს არის აღიარება ჩვენი წარმატებული ინტეგრაციის პროცესის ნატო-ში, ეს არის პოლიტიკური მხარდამჭერის გამოხატულება საქართველოსადმი და ეს არის შესაძლებლობა, რომ ყველა იმ პირს, პოლიტიკოსს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას ნატო-ს საკითხებთან მიმართებაში, ადგილზე გავაცნოთ საქართველოს შესაძლებლობები, ის დემოკრატიული რეფორმები, რომელიც უმნიშვნელოვანესია ჩვენი ინტეგრაციის გზაზე. ჩვენ ვისაუბრებთ იმ გამოწვევებზე, რომელიც საქართველოს აქვს ოკუპაციის სახით. ვისაუბრებთ ჩვენს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე, რომ ვიყოთ ევროატლანტიკური ოჯახის სრულფასოვანი წევრი და კონტრიბუტორი, როგორც უსაფრთხოების, სტაბილურობის, ასევე ეკონომიკური განვითარების” ,- აღნიშნა ჯანელიძემ.

დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, რომ დღეს, ბრიუსელში ნატოს წევრი ქვეყნების მეთაურები შეხვდებიან, ხვალიდან კი ეს ცენტრი თბილისში გადმოინაცვლებს.

“ნატოს ისტორიაში მხოლოდ ოთხჯერ ჩატარდა ნატოს ასამბლეა არაწევრ ქვეყანაში და საქართველო მეხუთეა. საქართველო ბრიუსელთან ერთად ნატოს პოლტიკური ცენტრი იქნება, რაც ჩვენი ქვეყნის დემოკატიის, წარმატებების  აღიარებაა”, – განაცხადა სესიაშვილმა.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეა 26-29 მაისს თბილისში გაიმართება. საქართველო ნატოს არაწევრი რიგით მეხუთე ქვეყანაა, სადაც ამ რანგის ღონისძიება ტარდება. დანარჩენი ოთხი ქვეყანა უკვე ალიანსის წევრია. საგაზაფხულო სესიაზე 50-ზე მეტი ქვეყნიდან 700-მდე სტუმარს ელოდებიან. საქართველოსა და ნატოს ურთერთობა და პერსპექტივები ერთ-ერთ მთავარი საკითხი იქნება.

 

იტვირთბა....