aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

“მეტრონომი” საპროტესტო აქციიდან: “ნარმანია პასუხს აგებს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ამ წუთებში თბილისის მერიასთან საპროტესტო აქცია იმართება, რომელიც მოსამართლე ნაზღაიძის ოჯახის წევრისთვის მილიონის ჩარიცხვას უკავშირდება. “მეტრონომის” ჟურნალისტი ადგილზე იმყოფება.

აქციის მონაწილეები მერიასთან საყვირებით არიან მისულები. მათ შორის არიან პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებიც. “ნაცმოძრაობის” წევრი ნიკა მელია მერიის შესასვლელთან დგას და შესვლას ცდილობს. დაცვის თანამშრომლები მას არ შიგნით უშვებენ.

“მოვა დრო და ნარმანია პასუხს აგებს ყველაფერზე, თქვენ ხედავთ რამდენი ადამიანია აქ შეკრებილი. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ სამართლიანობისთვის… “განაცხადა “მეტრონომთან” ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, “რუსთავი 2”-ის მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმას, ქალაქის ბიუჯეტიდან 1 მილიონი ლარი ჩაერიცხა, როგორც 13 ივნისის დაზარალებულს, მაშინ, როცა იქაურ მაცხოვრებლებს კომპენსაცია ბოლომდე არ მიუღიათ.

 

იტვირთბა....