aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ნარმანია საკრებულოში 11 აპრილს მივა

aviabiletebi
ავიაბილეთები

დედაქალაქის მერი თბილისის საკრებულოში 11 აპრილს მივა. დავით ნარმანია დეპუტატებს ანგარიშს წარუდგენს. ამის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ალიბეგაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ალიბეგშვილის თქმით, მოხსენების გარდა, მერი საზოგადოებისთვის საინტერესო ყველა შეკითხვას გასცემს პასუხს.

თბილისის მერის საკრებულოში მისვლას ოპოზიციონერი დეპუტატები ბოლო დროს აქტიურად ითხოვდნენ. საქმე ეხებოდა, სააპელაციო სასამართლოში “რუსთავი 2”-ის საქმის განმხილველი მოსამართლის, ნატა ნაზღაიძის ძმისთვის, ზვიად ნაზღაიძისთვის კომპენსაციის გადაცემას, რასაც ოპოზიცია კორუფციად და ქრთამად აფასებს და თბილისის მერს საკრებულოში შეკითხვებზე პასუხის გასაცემად იბარებდა.

18 მარტს, დავით ნარმანიამ ოპოზიციას უპასუხა, რომ საკრებულოში მიუსვლელობით კანონს არ არღვევს და თბილისის წარმომადგენლობით ორგანოში აპრილში ანგარიშით მივა.

იტვირთბა....