aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ნარმანია პრემიერის განცხადებას ღამის ბარებთან დაკავშირებით დროულს უწოდებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

დავით ნარმანია ფიქრობს, რომ ღამის კლუბებთან დაკავშირებით პრემიერის დავალება დროული იყო და თუ რამე კანონსაწინააღმდეგო ქმედებას აქვს ადგილი, უნდა აღიკვეთოს.

ნარმანიას თქმით, დედაქალაქის მოსახლეობის მხრიდან ამ საკითხზე პერიოდულად ისმის წუხილი, რომ როგორც ბარებში ასევე მის მიმდებარე ტერიტორიაზე საშინელება ხდება.

„პრემიერის დავალება იყო დროული და ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ საკითხი იყოს შესწავლილი და თუ რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედებას აქვს ადგილი, უნდა იქნას აღკვეთილი“, – განაცხადა ნარმანიამ.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრს, ღამის კლუბებში არასრულწლოვნების პროსტიტუციის აღკვეთის მიზნით სიტუაციის შესწავლა დაავალა.

იტვირთბა....