aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ნარკო-კომის დიაგნოზით, კლინიკაში მიყვანილი ძმების შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

ნარკოტიკით ინტოქსიკაციის მორიგი შემთხვევის შესახებ, რა დროსაც ე.წ. ნარკო-კომის დიაგნოზით, ალადაშვილის კლინიკაში ორი ძმა შეიყვანეს, რომელთაგან ერთი გარდაიცვალა, დეტალები ხდება ცნობილი. ინფორმაციას “იმედინიუსი”ავრცელებს.

ქრონიკის ინფორმაციით, ძმები უგონო მდგომარეობაში აბაზანაში მეზობელმა აღმოაჩინა, რომლის თქმითაც, ამ დროს სახლში მათი დედა არ იმყოფებოდა.

ნაცნობები ძმებს წესიერ ახალგაზრდებად ახასიათებენ.

სავარაუდოდ ნარკოტიკული ზედოზირებით ძმები კლინიკაში დღეს მიიყვანეს. ერთ-ერთი მათგანი, ექიმების თქმით, მიყვანის დროს უკვე გარდაცვლილი იყო. მეორე ძმა კი ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

იტვირთბა....