aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

საკონსტიტუციო კომისიამ ნანუაშვილის მხოლოდ ერთი რეკომენდაცია გაითვალისწინა

aviabiletebi
ავიაბილეთები

საკონსტიტუციო კომისიამ სახალხო დამცველის მხოლოდ ერთი რეკომენდაცია გაითვალისწინა. ტერმინი „სახალხო დამცველი“ ტერმინით „ომბუდსმენი“ აღარ შეიცვლება.

როგორც უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, განსაკუთრებით სამწუხაროა ის ფაქტი, რომ სახალხო დამცველის როლის გაძლიერების ნაცვლად, ახალ პროექტში საუბარია მის შესუსტებაზე.

„რაც ჩვენთვის განსაკუთრებით სამწუხაროა, სახალხო დამცველის კანონში მთელი რიგი შესწორებები შევიდა, რითაც, ფაქტობრივად, სახალხო დამცველის შესახებ ჩანაწერი არის დანაწევრებული და მთელი რიგი არსებითი მომენტები მისგან არის ამოღებული“,-ამბობს ნანუაშვილი

საკონსტიტუციო კომისიამ სახალხო დამცველის ის ინიციატივები არ გაიზიარა, რომელიც მოსახლეობის სოციალური დაცვის გარანტიებსა და მართლმსაჯულების საკითხებს შეეხებოდა.

„ჩვენ გვქონდა რამდენიმე ინიციატივა, მათ შორის, შრომის ინსპექციასთან დაკავშირებით, რომლის საზედამხედველო უფლებები კონსტიტუციით უნდა ყოფილიყო განსაზღვრული. გვქონდა რეკომენდაცია საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების გაზრდასთან დაკავშირებითაც, თუმცა კომისიამ არც ერთი გაიზიარა“, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

იტვირთბა....