aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ნამდვილი მკვლელის ვინაობა საჯარო გახდება: ჩხუბის შემსწრე მოზარდის მამიდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

პროკურატურის უკვე ყოფილი თანამშრომლის მირზა სუბელიანის და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნეს. შეგახსენებთ, რომ მირზა სუბელიანის შვილი სწორედ, ის მოსწავლეა, რომელსაც გამოძიების ცნობთ, პნევმატური იარაღით უფროსკლასელები დაემუქრნენ.  აღნიშნულ წერილს უცვლელად გთავაზობთ:

,,აააიი ძალა აღარ მაქვს უკვე ამ დღეების მერე, რაც ახსნის აღარც ბრძოლის…უბრალოდ არ მესმის იქნებ ვინმემ ამიხსნას..როცა შენს 14 წლის შვილს ადებს 6 მეთერმეტე კლასელი ირაღს სკოლაში..და ბავშვი არ ამბობს ოჯახში, რომ არ დატრიალდეს უბედურება და თავის 16 წლის დეიდაშვილს სთხოვს დახმარებას,რის შემდეგაც რიგდებიან მოსულები და დამხვდრები…ამის შემდეგ ისინი ვისაც არ ეხებოდა ეს საქმე ერთ-ერთის უზრდელობის გამო ერთმანეთში იწყებს გარჩევას, რასაც მოყვა ეს ტრაგედია…ვერანაირად ვერ გვამართლებ, რა ნამუსით, მკვლელს, პასუხი ყველამ უნდა აგოს და პირველი რიგში იმ უფროსკლასელებმა და მათმა ოჯახებმაც ვინც ვერ გაზრდა შვილი კაცად, გაზარდა “მოძველბიჭო” ელემენტი, რომელიც ჩაგრავს პატარას აი ზემოთ ჩამოთვლილი მენტალიტეტის გამო იმიტომ რომ მეორე პროკურორის შვილია….

ბევრი რომ არ ვილაპარაკო ის ბავშვი, რომელსაც დაადეს იარაღი უფროსკლასელებმა ჩემი ძმიშვილია,ის თანამდებობის პირი, რომელიც თურმე შვილს და თან მკვლელს ხელს აფარებს ჩემი ძმაა….და ეს მაშინ როცა ეს “მამიკოს ბიჭი” ჩემი ძმიშვილი მკვლელობასაც არ შესწრებია, რადგან უკვე შერიგებული იყო.. იმ დღესვე ჩააბარა ჩემმა ძმამ პროკურატურას, იმდღესვე დაწერა განცხადება თანამდებობიდან წამოსვლაზე ჩემმა ძმამ რომ ვინმეს არ ეფიქრა გამოძიებაზე ზეწოლა იქნებოდა…ის და მისი დეიდაშვილი დღემდე დაკითხვაზე არიან და დაიღუპა სრულიად უდანაშაულო ბავშვები და მე აქ ვკითხულობ, რომ ვიღაც მამიკო და ოჯახი ხელს აფარებს მკვლელს, სადისტს, თან თურმე ძველი ბიჭიც ყოფილა.

პროკურორის შვილი და ძველბიჭობა??!!რომელიც ცხოვრებაში ბირჟაზე არ ყოფილა,რომელსაც დრო მარტო კერძო მასწავლებლებზე და სწავლაზე ჰქონდა, რომელიც დედამისს და მამამისს მარტო არასოდეს გაუშვიათ სკოლაში და კუდში დაყვებოდნენ..რაც არ უნდა იყოს და როგორც არ უნდა დაისაჯოს მკველი უმკაცრესი სასჯელით, უბრალოდ ვინ აგებს პასუხს ჩემი ძმიშვილის დანგრეულ ფსიქიკაზე და მომავალზე, ან იმაზე რომ ესეთი “მოძველბიჭო”ტიპები კიდევ არ შეიწირავენ სხვა ოჯახებსაც??

იმდენი ტვინი ეყოთ იქნებ მშობლებს თავისი შვილების უსაფრთხოებისთვის პასუხი აგებინონ იმ ოჯახებს ვინც ესეთებად ზრდის და იარაღით უშვებს შვილს სკოლაში. აი ესაა დასაწერი, თორე ის ზღაპრები არაფერს ცვლის, არის ვიდეოკამერის ჩაწერები დ გასაჯაროვდება, სადაც ნათლად ჩანს ვინაა მკვლელი და ისიც რომ ჩემი ძმიშვილი იმ დრო იქ აღარ იყო, დანარჩენი ყველა აგებს პასუხს ესეთი ცილისწამებისათის…რაც შეეხება იმას რატო მაიც და მაინც ის გამოჩნდა,  ეს მამის თანამდებობის გამო, სხვა ნებისმიერი ჩინოვნიკის შვილი ყოფილიყო მასზე გადატყდებოდა, ხალხს უყვარს და მოსწონს მსგავსი და იმიტომ რომ უფრო ლამაზად ჟღერს ზღაპრები” , – წერს მირზა სუბელიანის და.

შეგახსენებთ, რომ 1-ელ დეკემბერს 51-ე სკოლაში მოსწავლეებს შორის დაპირისპირებს 2 არასრულწლოვანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთ-ერთი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო მეორე კი სიცოცხლეს 23 სააათის განმავლობაში ებრძოდა.

შსს-ს ინფორმაციით, ამოღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რომელსაც სამართალდამცველები სწავლობენ. შსს-მ 2001 წელს დაბადებული ბრალდებული დააკავა, რომელსაც ბრალი უკვე წაუყენეს. ასევე იძებნება კიდევ ერთი მოზარდი, რომელიც მეორე გარდაცვლილის დავით სალარიძის განზრახ მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. შსს-მ დღეს ასევე სამი პირი დააკავა, რომლებსაც დანაშაულის შეუტყობინებლობაში ედებათ ბრალი. თვითმხილველთა თქმით, სისხლიან გარჩევაში 15-ამდე მოზარდი მონაწილეობდა.

იტვირთბა....