aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ნათელაშვილი: 300 ათასი ქართველი შეეწირა ფაშიზმის დამარცხებას, გერმანიისგან კომპენსაცია გვეკუთნის”

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ლეიბორისტული” პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი გერმანიიდან 65 ქართველის გამოძევებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს ის გერმანიაა, რომლის სუპერსახელმწიფოდ გადაქცევაში ქართველმა ხალხმა უდიდესი წვლილი შეიტანა, ფაშიზმის დამარცხებას გერმანიაში 300 ათასი ქართველი ახალგაზრდა ემსხვერპლა.

„გერმანიამ თავშეფარებული ადამიანების მასობრივი იძულებითი დეპორტაცია დაიწყო. ეს ის გერმანიაა, რომლის სუპერსახელმწიფოდ გადაქცევაში ქართველმა ხალხმა უდიდესი წვლილი შეიტანა, ფაშიზმის დამარცხებას გერმანიაში 300 ათასი ქართველი ახალგაზრდა ემსხვერპლა, გერმანიისგან საქართველოს საერთაშორისო სამართლით დადგენილი კომპენსაცია ეკუთვნის. ამ მიმართულებით მე დღეიდან მუშაობას ვიწყებ გერმანიის ხელისუფლებასთან, პოლიტიკურ წრეებთან და იგივეს მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, რომელიც დუმს,“- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რამოდენიმე დღის წინ გერმანიიდან 65  ქართველს დეპორტაცია გაუკეთეს.

 

იტვირთბა....