aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ნათელაშვილი პრეზიდენტს არჩევნების ოქტომბრის ბოლოს დანიშვნისკენ მოუწოდებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს თვითმმართველობის არჩევნების ოქტომბრის ბოლოს დანიშვნისკენ მოუწოდებს. მისი განცხადებით, მმართველი გუნდი არჩევნების ჩატარებას ოქტომბრის შუა რიცხვებში გეგმავს, ამიტომ ოპოზიცია ნორმალური საარჩევნო კამპანიის წარმოებას ვერ შეძლებს.

” “ქართული ოცნება” თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებას ოქტომბრის შუა რიცხვებში გეგმავს. ოპოზიცია ნორმალური საარჩევნო კამპანიის წარმოებას ვერ მოასწრებს. მივმართავ პრეზიდენტს, რომელიც კონსტიტუციით არის კანონიერების და სამართლიანობის გარანტი და ნიშნავს არჩევნებს, თვითმმართველობის არჩევნები ოქტომბრის ბოლო რიცხვებში დანიშნოს. ეს იქნება უზარმაზარი დარტყმა რეჟიმის იმ მეოცნებეებზე, რომლებიც ამზადებენ არჩევნების შედეგების მასობრივ გაყალბებას”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ლეიბორისტების ლიდერი საკონსტიტუციო ცვლილებებსაც გამოეხმაურა.

“ეს არის ხელისუფლების უზურპაცია, მათი ჭკუით – სამუდამოდ, მაგრამ ვპირდებით, სუბიექტები, რომლებიც ამ ცვლილებებს ხმას მიცემენ, ფულის მაძიებლები, ქვეყნის მოღალატენი, ძალიან მალე მორალურ და იურიდიულ პასუხისგებაში მიეცემიან”, – აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.

იტვირთბა....