aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ნავალნი: “ხალხი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიჰყავთ საარჩევნო უბნებზე”

aviabiletebi
ავიაბილეთები

მთავარი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, რომელსაც ვლადიმერ პუტინმა არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცა,  რუსეთში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებს აფასებს.

ნავალნის თქმით არჩევნები დარღვევით მიმდინარეობს, ასევე მან ისიც აღნიშნა, რომ ხმის მისაცემად ხალხი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიჰყავთ.

„33 ათასზე მეტი ადამიანი აკვირდება ჩვენგან არჩევნებს. მათ პირდაპირ ეთერსა და ინტერნეტ სივრცეში უპრეცედენტო დარღვევების შესახებ კონკრეტული ფაქტები გაავრცელეს. ხალხი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიჰყავთ საარჩევნო უბნებზე. რუსეთის არჩევნების ისტორიაში პირველად, დილით იყო საარჩევნო უბნებზე ყველაზე დიდი აქტივობა, ანუ ამომრჩევლების უმეტესობა დილის 8:00 საათზე მივიდა ხმის მისაცემად. ყველა დაადასტურებს, რომ ეს არანორმალურია, უბრალოდ ყველას აიძულებდნენ მისვლას, ადრეც ასე იყო და ეს უბრალოდ პუტინის გადარჩევაა, მეტი არაფერი. ამის მიუხედავად, ზოგიერთ რეგიონში, იქაც კი სადაც დამთავრდა ეს ე.წ. არჩევნები, ჩვენი დამკვირვებლების მონაცემებით, წნეხის გათვალისწინების მიუხედავად, აქტივობა დაბალია 2012 წელთან შედარებით,“ – განაცხადა ალექსეი ნავალნიმ.

რუსეთში ხმის მიცემის პროცედურა რამდენიმე საათში შეწყდება. პრეზიდენტობისთვის 8 კანდიდატი იბრძვის და მათ შორის არის ვლადიმერ პუტინი.

იტვირთბა....