aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

სირიის გუშინდელ ნაბიჯს ევროკავშირი გამოეხმაურა

aviabiletebi
ავიაბილეთები

სირიის გუშინდელ ქმედებას ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური სამსახურიც გამოეხმაურა. განცხადების მიხედვით, სირიის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობის“ აღიარება საერთაშორისო სამართალს არღვევს.

„სირიის რეჟიმის გადაწყვეტილება, დაამყაროს დიპლომატიური ურთიერთობა საქართველოს რეგიონებთან, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, არღვევს საერთაშორისო სამართალს და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს გაეროს რეზოლუციებისა და ქარტიის შესაბამისად“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

შეგახსენებთ, სირიამ ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობა გუშინ აღიარა.

იტვირთბა....