aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მძღოლმა რომელმაც გლდანში ორი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მანქნას ნასვამი მართავდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გლდანში მომხდარი ავარიის საქმეზე ავტომანქანის მძღოლი დააკავა.

„საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული ლ. ა. დააკავეს. დაკავებულს ბრალი ედება სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფის განსაცდელში მიტოვების და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. ჩადენილი დანაშაული 8-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ლ.ა. მიმდინარე წლის 11 სექტემბერს ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მართავდა საკუთარ ავტომანქანას, რა დროსაც ქვეითად მოსიარულეებს – 1991 წელს დაბადებულ ნ. მ.-ს და 2015 წელს დაბადებულ ნ. ჯ.-ს შეეჯახა, რომლებიც, მიღებული დაზიანებების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალნენ.

მომხდარ ფაქტზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლით და 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფის განსაცდელში მიტოვებას და მთვრალ მდგომარეობაში ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

გარდაცვლილი 27 წლის გოგო და 3 წლის ბავშვი ერთმანეთის ნათესავები იყვნენ.

იტვირთბა....