aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ულტიმატუმი აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას: ე.წ. პასპორტები ან ბინადრობის ნებართვა

aviabiletebi
ავიაბილეთები

2018 წლის პირველი იანვრიდან ოკუპირებულ რეგიონში  მცხოვრებლებს ყველანაირი დოკუმენტი უუქმდებათ. ე.წ აფახაზეთის რესპუბლიკაში საცხოვრებლად მათ ორი გამოსავალი აქვთ. აფხაზეთში ცხოვრების მსურველებმა ან უნდა აიღონ აფხაზური ე.წ. პასპორტები, ან აიღონ ბინადრობის ნებართვა. ბინადრობის ნებართვა გამორიცხავს საბუთის მფლობელის მონაწილეობას პოლიტიკურ ცხოვრებაში და მას უზღუდავს ოკუპირებულ რეგიონში ქონების ფლობას.

ე.წ. ადმინისტრაციის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ მათი კანონმდებლობით ორმაგი მოქალაქეობა აკრძალულია, გარდა იმ შემთხვევისა თუ პირი რუსეთის მოქალაქეა.

„ამ ხელში აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქის ახალი პასპორტი მიჭირავს, მეორე დოკუმენტი კი იძლევა აფხაზეთის ტერიტორიაზე ცხოვრების ნებართვას. მიზეზთა გამო, გალის რაიონის 96% საქართველოს მოქალაქეა. ეს ხალხი არ შეიძლება იყვნენ ერთდროულად აფხაზეთის და საქართველოს მოქალაქეები. აფხაზური კანონმდებლობა არ უშვებს ორმაგ მოქალაქეობას, გამონაკლისი მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებზე ვრცელდება,” – აცხადებს გალის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, თემურ ნადარაია.

ნადარაიას განცხადებით, ბინადრობის ნებართვის ქონა საბუთის მფლობელს პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობას გამორიცხავს.

„დღეს ჩვენ ვამბობთ, რომ დაიწყო აფხაზეთში ცხოვრების ნებართვის დოკუმენტის გაცემა, ამ დოკუმენტით არ გექნებათ პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის, პარლამენტში არჩევისა ან ქონების შეძენის უფლება, თუმცა შეძლებთ მიიღოთ განათლება, მართვის მოწმობა და აიღოთ კრედიტი და ა.შ. მაგრამ, თუ პირი უარს იტყვის საქართველოს მოქალაქეობაზე და 1994-99 წლებში ხცოვრობდა აფხაზეთში, მას შეუძლია აფხაზეთის მოქალაქეობის მიღება. ვისაც ქართული დოკუმენტები აქვს, უნდა იჩქაროს, იმიტომ, რომ 2018 წლის 1 იანვრიდან არც საბჭოთა პასპორტი და არც ფორმა ნომერი ცხრა აღარ იმოქმედებს. იმოქმედებს, მხოლოდ აფხაზეთის მოქალაქის პასპორტი და ცხოვრების ნებართვა, დრო არც ისე ბევრია,“ – აღნიშნა თემურ ნადარაიამ.

წყარო: “რუსთავი 2”

იტვირთბა....