aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

მუქარები და კიბერშეტევა “რუსთავი 2”-ის მიმართ: ამ წუთებში საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე კიბერშეტევა განხორციელდა, – ამის შესახებ ჟურნალისტმა თამარ ბაღაშვილმა ცოტა ხნის წინ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

ჟურნალისტის თქმით, კიბერშეტავს წინ უძღოდა მუქარა. ბაღაშვილი ამბობს, რომ საიტზე რამდენიმე საათი შეფერხება იყო.

მისი თქმით, შეტობინება შეუსლია შსს-ში და  ამ წუთებში საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს.

“რუსთავი 2”-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის განცხადებით მათ თავდაპირველად ოფიციალურ გვერდზე მუქარისშემცველი გზავნილები მიიღეს, იმის შესახებ, რომ ვებ-გვერდზე მალე კიბერშეტევა განხორიცლედებოდა, რის შემდეგაც საიტი გაითიშა. მელაძის თქმით, რამდენიმე ხნის განმავლობაში საიტი მუშაობდა შეფერხებით და მასზე წვდომა ვერ ხერხდებოდა.

 

 

იტვირთბა....