aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

მუსხელიშვილი: “ქალბატონებმა, თითქმის გულწასულებმა ნერვიულობისგან, დაგვიდასტურეს, რომ ეს იყო მათი შეცდომა”

aviabiletebi
ავიაბილეთები

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, მარინა მუსხელისშვილი საბჭოს ყოფილი წევრის, ლელა გაფრინდაშვილისთვის გადარიცხული ჰონორარების ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება.

”ლელა გაფრინდაშვილის კვლევასთან დაკავშირებით ვაკეთებ განმარტებას. როდესაც ლელას აპრილში გაუვიდა ვადა, ჩვენ, ზოგიერთმა დარჩენილებმა საბჭოს წევრებმა, გამოვთქვით ზოგადი სურვილი გვეთანამშრომლა მომავალში ლელასთან საზოგადოებრივი საბჭოების შექმნის საკითხებზე. არავითარი კონკრეტული ფორმა ამ სურვილს არ მიუღია და არავითარ კვლევაზე ლაპარაკი არ იყო. როდესაც უკვე შემოდგომაზე მოგვივიდა ინფორმაცია ლელაზე გადარიცხული ზედმეტი ხელფასების შესახებ, გაოგნებულებმა დავიბარეთ ბუღალტერიის თანამშრომლები ვითარების გასარკვევად. ამ ქალბატონებმა, თითქმის გულწასულებმა ნერვიულობისგან, დაგვიდასტურეს, რომ ეს იყო მათი შეცდომა. ბევრი ვიმსჯელეთ, თუ როგორ შეიძლებოდა ამ უსიამოვნი ვითარების გამოსწორება, მაგრამ გზა ვერ ვიპოვეთ. სამართლებრივად მენეჯმენტმა უნდა მოსთხოვოს ლელას თანხის დაბრუნება. რაც შეეხება ლელას განცხადებას, რომ მე რაღაც დამაიმედებელი შევთავაზე, მას მერე, რაც ეს ამბავი გაირკვა, ვაღიარებ, რომ ზუსტად ეს საუბარი არ მახსოვს და არ გამოვრიცხავ, რომ ვუთხარი იქნებ რამე გამოსავალი მოიძებნოს, ვინაიდან ლელას ძალიან ვუთანაგრძნობ ამ გაუგებრობაში რომ მოყვა. ამას აქ ვწერ იმიტომ, რომ არაზუსტი ინფორმაცია ვრცელდება და სამეურვეო საბჭოს ბრალდება ის, რაც არ ჩაგვიდენია”, – აღნიშნავს მარინა მუსხელიშვილი.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო აუდიტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2015-2016 წლებში საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის ყოფილი წევრი 5 თვის განმავლობაში ზედმეტ ჰონორარს უსაფუძვლოდ იღებდა იმ დროს, როდესაც მაუწყებელში საერთოდ აღარ მუშაობდა. თანხამ, ჯამში, 12 800 ლარი შეადგინა, რომელიც აუდიტის ცნობით, უკან დაბრუნებას ექვემდებარება. სახელმწიფო აუდიტმა ჰონორარის მიღების ფაქტზე პროკურატურას  შესაბამისი დოკუმენტაციით უკვე მიმართა.

იტვირთბა....