aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თეიმურაზ მურღულია: “რამდენიმე პროფესია შესაძლოა გაუქმდეს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ქართული პროფესიების საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციისა და საერთაშორისო დონეზე აღიარების მიზნით მუშაობა დაიწყო. კანონპროექტების პაკეტს, რომელიც განათლების სისტემის ევროსტანდარტებთან თანხვედრას ისახავს მიზნად, განათლებისა და კულტურის კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი უკვე დაუჭირა.

როგორც კომიტეტის სხდომაზე საკითხის მომხსენებელმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულიამ განაცხადა, „ჩვენი საკვალიფიკაციო ჩარჩო და პროფესიათა ნუსხა უნდა შეესაბამებოდეს უცხოურ შესაბამის ჩარჩოსა და ნუსხებს.“

„კანონის მიღებიდან 3 თვის განმავლობაში მოხდება ამის შესრულება. საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგება კი მოგვცემს საშუალებას, ადვილად მოვახდინოთ კორელაცია. პროფესიათა ჩამონათვალს დავამტკიცებთ, ეს იქნება ერთიანი პრინციპის შემოტანა. ამ ცვლილებების მიხედვით, საუბარია ახალი პროფესიებისა და ახალი მიმართულებების შემოღებაზე. პროფესია არ გაუქმდება, არც ფაკულტეტი.

აქ უფრო გაფართოებაზეა საუბარი ვიდრე შევიწროვებაზე. პრაქტიკულად როცა ვიხილავდით, მხოლოდ ახალი პროფესიებისა და ახალი მიმართულებების შემოღებაზე იყო საუბარი. თუმცა თეორიულად, არ გამოვრიცხავ, რომ შესაძლოა, რაღაც პროფესიები გაუქმდეს. ევროპული საკვალიფიკაციო ჩარჩო არსებობს, არის რეკომენდაციები და კანონის მიხედვით სისტემას შესაბამისობაში მოვიყვანთ“, – აღნიშნა edu.aris.ge-სთან საუბრისას თეიმურაზ მურღულიამ.

მისივე თქმით, კანონის მიღების შემდეგ ახალი ფაკულტეტების დამატება უნივერსიტეტების გადასაწყვეტი იქნება. აღნიშნული ცვლილება უმაღლესმა შესაძლოა, ავტორიზაციის პროცესში განახორციელოს.

„რაც შეეხება კანონის ცვლილებამდე ამა თუ იმ პროგრამების სწავლების დამადასტურებელად გაცემულ დიპლომებს, ამასთან დაკავშირებით პრობლემა არავის არ შეექმნება. ჩვენ უბრალოდ ვცდილობთ, საკვალიფიკაციო ჩარჩოს შექმნით, ახალ დიპლომებს ცხოვრება გავუმარტივოთ, ხოლო არსებულ დიპლომებს ვუმარტივებთ აღიარების პროცესს სხვა ქვეყნებთან კომუნიკაციით“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

წყარო: edu.aris.ge

იტვირთბა....