aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მსჯელობა იმაზე შეიძლება, გააკეთა თუ არა ქართულმა მხარემ ყველაფერი პროვოკაციის თავიდან ასარიდებლად”

aviabiletebi
ავიაბილეთები

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით არასწორია საკითხი დასმა თუ ვინ დაიწყო ომი.

მისი თქმით, საქართველოში განხორციელდა რუსეთის სამხედრო ინტერვენცია.

„საერთოდ , არასწორად მიმაჩნია საკითხის ასე დასმა – ვინ დაიწყო ომი, რადგან ეს არის რუსეთ-საქართველოს ომი, საქართველოში განხორციელდა რუსეთის სამხედრო ინტერვენცია. ეს არის ომი, რომელი არ დაწყებულა აგვისტოში და დიდი ხანი მზადდებოდა სწორედ რუსეთის მიერ, რომლის შედეგები არ შედიოდა არც ქართველების, არც ოსების და აფხაზების ინტერესში და დღესაც რუსეთის პოლიტიკურ და სამხედრო ინტერესებს ემსახურება“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

მისი თქმით, ცალსახაა, რომ ასეთი პროვოკაცია მზადდებოდა, მსჯელობა შეიძლება იმაზე, ქართულმა მხარემ გააკეთა თუ არა ყველაფერი, რომ რუსეთის მხრიდან ასეთი ღია, აშკარა პროვოკაცია თავიდან აერიდებინა.

„პასუხი არის ცალსახა – ფაქტი იყო, რომ ასეთი პროვოკაცია მზადდებოდა. ერთადერთი, რაზეც მსჯელობა შეიძლება, ქართულმა მხარემ გააკეთა თუ არა მაშინ ყველაფერი, რომ ასეთი ღია, აშკარა პროვოკაცია ყოფილიყო თავიდან არიდებული“, – განაცხადა ციხელაშვილმა.

მისი შეფასებით, ეს იყო ომი, რომელიც დაიწყო რუსეთმა და მზადდებოდა დიდი ხნით ადრე, ვიდრე აგვისტოს ტრაგიკული დღეები დადგებოდა.

იტვირთბა....