aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მსოფლიო მასშტაბით დაფიქსირებული ყველაზე მაღალი ტემპერატურების სიაში თბილისი მოხვდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბოლო კვირის განმავლობაში მსოფლიოს ყველა წერტილში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი ტემპერატურების სია გაზეთმა The Washingtonpost-მა შეადგინა, სადაც საქართველოს დედაქალაქი თბილისიც მოხვდა.

როგორც გაზეთი წერს, ევრაზიის მასშტაბით 4 ივლისს თბილისში დაფიქსირდა 40 გრადუს ცელსიუსი, ხოლო ერევანში 2 ივლისს – 42 გრადუსი.

ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე ყველაზე მაღალი ტემპერატურა კანადის დედაქალაქ მონრეალში 2 ივლისს დაფიქსირდა , – 36,6 გრადუს ცელსიუსი.

ევროპის მასშტაბით ყველაზე მაღალი ტემპერატურა 28 ივნისს ქალაქ შანონში 32 გრადუს ცელსიუსი დააფიქსირეს, ხოლო ბოლო კვირის განმავლობაში მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე მაღალი, 42,6 გრადუსი ომანის ქალაქ ქურაიატში დაფიქსირდა.

იტვირთბა....