aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მრავალეროვანი საქართველო: სადამკვირვებლო პროგრამის ფარგლებში 49 ინციდენტი დაფიქსირდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

არასამთავრობო ორგანიზაცია „მრავალეროვანი საქართველო“ 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებს აფასებს.

„მრავალეროვანი საქართველოს“ მოკლევადიან დამკვირვებელთა აბსოლუტურ უმრავლესობას საშუალება მიეცა თავისუფლად განეხორციელებინა დაკვირვება უბნის გახსნისა და მოწყობის, კენჭისყრის მიმდინარეობის, უბნის დახურვისა და შედეგების შეჯამების პროცესის თითოეულ ეტაპზე“, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

“სულ სადამკვირვებლო პროგრამის ფარგლებში „მრავალეროვანი საქართველოს“ მიერ დაფიქსირდა 49 ინციდენტი, მათ შორის ფიზიკური ძალადობის 1 ინციდენტი, საარჩევნო უბანზე არაუფლებამოსილი პირის ყოფნის 3 ინციდენტი, კენჭისყრის პროცედურის დაგვიანებით დაწყების 2 ინციდენტი, არასათანადო დოკუმენტაციით ხმის მიცემის 2 ინციდენტი, მარკირების შემოწმების/გაკეთების წესის დარღვევის 11 ინციდენტი, ბიულეტენის დამოწმების წესის დარღვევის 3 ინციდენტი, კენჭისყრის ფარულობის დარღვევის 9 ინციდენტი, გადასატან საარჩევნო ყუთთან დაკავშირებული დარღვევის 3 ინციდენტი, საარჩევნო კომისიის საქმიანობაში ჩარევის 1 ინციდენტი, დამკვირვებლის უფლების უკანონო შეზღუდვის 1 ინციდენტი, საარჩევნო მასალის დალუქვის წესის დარღვევის 1 ინცინდენტი, შემაჯამებელი ოქმის შედგენის წესის დარღვევის 1 ინცინდენტი და სხვა სახის დარღვევების 4 ინციდენტი.

არსებულ ეტაპზე სადამკვირვებლო პროგრამის ფარგლებში „მრავალეროვანი საქართველოს“ მიერ წარმოდგენილია 11 საჩივარი, როგორც საუბნო საარჩევნო, ასევე საოლქო საარჩევნო კომისიებისადმი, რომელთაგანაც დაკმაყოფილდა 3 საჩივარი, ხოლო დანარჩენი რეაგირების გარეშე დატოვებული.

აქვე უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ „მრავალეროვანი საქართველოს“ მოკლევადიან დამკვირვებელთა აბსოლუტურ უმრავლესობას საშუალება მიეცა თავისუფლად განეხორციელებინა დაკვირვება უბნის გახსნისა და მოწყობის, კენჭისყრის მიმდინარეობის, უბნის დახურვისა და შედეგების შეჯამების პროცესის თითოეულ ეტაპზე.”- ნათქვამია “მრავალეროვანი საქართველოს” განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ამ დღეს საქართველოს მოქალაქეებმა ქვეყნის მასშტაბით 64 საკრებულოს 2058 დეპუტატი და 64 მერი პირდაპირი წესით, 4 წლის ვადით აირჩიეს.

იტვირთბა....