aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პატრიარქი მოძღვრებსა და მღვდელმთავრებს მოუწოდებს…

aviabiletebi
ავიაბილეთები

კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე სასულიერო პირებს – მოძღვრებსა და მღვდელმთავრებს მოუწოდებს, პოლიტიკური შინაარსის განცხადებებისგან თავი შეიკავონ. მისი აზრით, ამით ისინი ჩრდილს აყენებენ ეკლესიას და საკუთარ თავს. ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

„სამწუხაროდ, არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით ზოგიერთი ღვთისმსახური აკეთებს პოლიტიკური შინაარსის განცხადებებს და, ამასთან, საჯარო სივრცეში არაკორექტულად მოიხსენიებს ამა თუ იმ პოლიტიკურ პირს. მოვუწოდებთ მოძღვრებს, მღვდელმთავრებს, თავი შეიკავონ მსგავსი ქმედებისგან. მათ ასევე შევახსენებთ, რომ ეკლესია ყოველთვის იყო და იქნება პოლიტიკურად ნეიტრალური, ერის გამაერთიანებელი ძალა და ჩრდილს ნუ აყენებენ მას და საკუთარ თავს“, – ნათქვამია პატრიარქის მიამრთვაში.

 

იტვირთბა....