aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” თავმჯდომარე “ევროპული საქართველოს” განცხადებას ეხმაურება

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ევროპული საქართველოს” გავრცელებულ განცხადებას “რუსთავი 2″-თან დაკავშირებით “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” თავმჯდომარე პასუხობს.

“ევროპული საქართველოს” განცხადების ის ნაწილი, სადაც მითითებულია არხის სარედაქციო პოლიტიკის მიკერძოებულობის შესახებ, არის სავსებით მიუღებელი იმდენად, რამდენადაც ჯერ კიდევ არ დასრულებულა სახელისუფლო წნეხი, პოლიტიკური დევნა და ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის სურვილი, რომელიც გამოიხატება ანტიდემოკრატიულ და ძალადობრივ ფაქტებში, პოლიტიკურად მოტივირებულ სამართლებრივ პროცესებში. ჩვენ კარგად გვახსოვს, თუ როგორ ვიბრძოდით ერთად “რუსთავი 2”-ის გადასარჩენად და მაშინ ჩვენმა ბრძოლამ დადო დიდი შუალედური შედეგი – სტრასბურგის სასამართლომ გაითვალისწინა ქართველი ხალხის და მისი დემოკრატიის მოთხოვნა.

ამიტომაც, სამართლებრივი აბსურდის გამო, შეაჩერა სამარცხვინო ქართული სასამართლო სისტემის უკანონო გადაწყვეტილებები. პროცესი სტრასბურგში კვლავაც არ დასრულებულა და ნებისმიერი დარტყმა “რუსთავი 2”-სადმი მოცეულ ეტაპზე, განსაკუთრებით, ოპოზიციური პარტიის მხრიდან მხოლოდ დააზიანებს ჩვენი საერთო ბრძოლის შედეგს და მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის სიტყვის თავისუფლებას და მის, ფაქტობრივად, ერთადერთ გარანტს საქართველოში. პატივისცემით, ნიკა მაჭუტაძე “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” თავმჯდომარე,” – წერს წიკა მაჭუტაძე.

იტვირთბა....