aviabiletebi
ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი პოლიტიკა

„მოღალატური გადაწყვეტილება“: „გაზპრომთან შეთანხმება მცოცავი ეკონომიკური ანექსიაა“

aviabiletebi
ავიაბილეთები

 

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე “გაზპრომთან“ მიმართებაში ენერგეტიკის სამინისტროს გადაწყვეტილებას ეხმაურება:

,,მთავრობის ეს გადაწყვეტილება არის მოღალატური. აჩვენებს, რომ ხელისუფლება ექცევა რუსეთის გავლენის ქვეშ.

ყველა არგუმენტი, რაც შარშან ჰქონდა მთავრობას „გაზპრომთან“ დათმობაზე წასვლის გასამართლებლად, ამოწურულია. შაჰდენიზის საერთაშორისო კონსორციუმმა 500 მილიონი კუბური მეტრი გაზი გამოგვიყო დამატებით და ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენშიც გატარების უფლება მოგვცა. მიუხედავად ამისა, მთავრობამ კაპიტულაცია მოახდინა. აქ იკვეთება პირადი ინტერესებიც და ამას ადრე თუ გვიან ფარდა აეხდება. რუსეთის შემდგომი სამიზნე თბილისის გაზგამანაწილებელი სისტემა იქნება, რომელიც „ყაზტრანსგაზის“ საკუთრებაშია. ამის შემდეგ კი რკინიგზა. ესაა მცოცავი ეკონომიკური ანექსია“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველო Gazprom-ის წინადადებას დათანხმდა და ქვეყანა 2018 წლიდან მაგისტრალური გაზსადენით გატარებული ბუნებრივი აირის ტრანზიტის საფასურს გატარებული ბუნებრივი აირის 10%-ის ნაცვლად ფულად ანაზღაურებას მიიღებს, – ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.

მისივე განმარტებით, 2017 წლის მანძილზე ისევ ნედლეულით ანაზღაურება მოხდება. ამ ცვლილებით საქართველოს ენერგოდამოკიდებულება რუსეთზე არ გაიზრდება.

Gazprom-ი საქართველოს კონტრაქტის პირობების შეცვლას გასულ წელსაც სთავაზობდა, თუმცა მოლაპარაკებათა მსვლელობა 2016 წლის მარტში შეიცვალა, როდესაც აზერბაიჯანის სახელმწიფო ენერგოკომპანია „სოკარის“ პრეზიდენტმა და კახა კალაძემ საქართველოსთვის აზერბაიჯანული გაზის მოწოდების გაზრდის შესახებ კონტრაქტს ხელი მოაწერეს. 2017 წელს გამართულ მოლაპარაკებებზე კი ქართული მხარე Gazprom-ის წინადადებას დათანხმდა.

იტვირთბა....