aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“მოვუწოდებ უმრავლესობას გონივრული არჩევანი გააკეთონ დემოკრატიულ და არადემოკრატიულ სასამართლოს შორის” – დოლიძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ ბრიფინგზე უმრავლესობას მიმართა და განაცხადა, რომ გონივრული არჩევანი გააკეთონ დემოკრატიულ და არადემოკრატიულ სასამართლოს შორის.

მისი თქმით, პარლამენტმა უნდა მიიღოს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მეშვეობითაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეთა კანდიდატებს აარჩევს ღია, გამჭვირვალე და სამართლიანი პროცესით და ეს უნდა მოხდეს გაზაფხულზე.

„ორშაბათს, იუსტიციის უმაღლესი საბჭო მისი მოღვაწეობის ყველაზე ღრმა ფსკერზე გავიდა. იმ ფორმით, რომლითაც მან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატურები დაასახელა, პირველ რიგში, სილა გააწნა საქართველოს პარლამენტს, ქართულ საზოგადოებას. პარლამენტს გზაში დააწიეს მოსამართლეთა კანდიდატურების ბიოგრაფიები. მადლიერებას გამოვხატავ მთელი ქართული საზოგადოების მიმართ, ვინც ამ საკითხზე სერიოზული განცხადებები გააკეთა – სახალხო დამცველი, უზენასი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლი და ადვოკატთა ასოციაცია. ეს არის ძალიან სწორი რეაქცია ამ ძალიან სამარცხვინო საქციელის მიმართ, რომელიც საბჭომ ჩაიდინა. ეს ნაბიჯი გადაიდგა წინასაახალწლოდ იმ იდეით, რომ ამ შავ-ბნელ საქმეს საზოგადოებრივი ყურადღება მოაკლდებოდა, როგორც საბჭოში ისე პარლამენტში. ვთვლი, რომ სრულიად დაუშვებელია წინასაახალწლო დღეებში, 27-28 დეკემბერს კანდიდატურების ნაჩქარევად განხილვა პარლემენტის მიერ. ეს იქნება უდიდესი დარტყმა ჩვენი სახელმწიფოს დემოკრატიულობისა და სასამართლოს ნდობისთვის, რომელიც ისედაც დაბალია“ – განაცხადა ანა დოლიძემ.

ამასთან, მისი ინფორმაციით, ნაზი ჯანეზაშვილთან და მასთან პარლამენტში შეხვედრის იდეა დააყენა „ქართული ოცნების” წევრმა ბიძინა გეგიძე. დოლიძის თქმით, ყველასთვის ცნობილია მისი და ნაზი ჯანეზაშვილის პოზიცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების წარდგენის ფორმასთან დაკავშირებით, თუმცა მიუხედავად ამისა, მზად არის ამ საკითხზე დაინტერესებულ პირებს შეხვდეს პარლამენტში.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენ მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა. ესენი არიან: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე. საბჭოს აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ საბჭოს არამოსამართლე წევრებში, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ოპოზიციაში უკმაყოფილება გამოიწვია.

იტვირთბა....