aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

მოგერინი: “გადავხედავთ რუსეთთან ჩვენი ურთიერთობების ხუთ მთავარ პრინციპს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესმა კომისარმა ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა, რომ ევროკავშირი რუსეთთან ურთიერთობების ხუთ მთავარ პრინციპს გადახედავს. მისი პოზიცია მან  ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა.

„ჩვენ ასევე მოლაპარაკებებს გავმართავთ რუსეთზე, კერძოდ კი გადავხედავთ რუსეთთან ჩვენი ურთიერთობების ხუთ მთავარ პრინციპს. ამასთან დაკავშირებით უფრო მეტს დღის ბოლოს გეტყვით“, – აღნიშნა ფედერიკა მოგერინიმ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დამასკოზე ზეწოლა ოფიციალურმა მოსკოვმა და თეირანმა მოახდინონ.

“დღეს მთავარი განსახილველი საკითხი სირია იქნება. ევროკავშირის საბჭო მიიღებს შემაჯამებელ განცხადებას. ჩვენ დავადასტურებთ ერთობლივ პოზიციას, რომელიც წინა დღეებში 28 წევრის სახელით გამოვაქვეყნე, განსაკუთრებით კი ქიმიური იარაღის გამოყენებაზე და ამასთან დაკავშირებით ჩვენს რეაქციაზე. ჩვენ ვიმუშავებთ ბრიუსელში მომავალ კვირას დაგეგმილი კონფერენციის მოსამზადებლად. მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ გაეროს ხელმძღვანელობით პოლიტიკური პროცესის განახლებას ბიძგი მიეცეს.

მომავალ კვირაში ჩვენ ვუმასპინძლებთ 70-ზე მეტ დელეგაციას, რომლებიც გაეროსა და ევროკავშირის თავმჯდომარეობით კონფერენციას დაესწრებიან. კონფერენცია ჰუმანიტარული საკითხების გარდა მიმართული იქნება სირიის შინაარსიანი პოლიტიკური მოლაპარაკებების განახლების გზების ძიებაზე. ჩვენ მუდამ ვაწყდებით წინააღმდეგობას სირიის რეჟიმის მხრიდან ჟენევაში შინაარსიანი მოლაპარაკებების პროცესში ჩართვასთან დაკავშირებით. ჩვენ მკაფიოდ მოვუწოდეთ რუსეთსა და ირანს, განახორციელონ ზეწოლა დამასკოზე, ჟენევაში გაეროს ხელმძღვანელობით სერიოზული დისკუსიის დასაწყებად.

როგორც იცით, ჩვენ ყოველთვის ღიად ვაცხადებდით, რომ მზად ვართ, დავიწყოთ სირიის რეკონსტრუქციის დაფინანსების დაგეგმვა, რასაც სჭირდება უზარმაზარი რესურსები. თუმცა, ეს მოხდება მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაიწყება მოლაპარაკებების მყარი პროცესი ჟენევაში. სირიაში მძიმე ეკონომიკური და ჰუმანიტარული მდგომარეობაა. ხალხი იტანჯება და იღუპება. ვფიქრობ, საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა აიღოს თავის თავზე პასუხისმგებლობა, რომ ეს შეაჩეროს“, – განაცხადა მოგერინიმ.

იტვირთბა....