aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მნიშვნელოვანი სიგნალი”: ანგელა მერკელი საქართველოში პუტინთან შეხვედრის შემდეგ ჩამოდის

aviabiletebi
ავიაბილეთები

საპარალამენტო უმრავლესობის წევრის, დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ვიზიტი საქართველოში უფრო მეტად საინტერესოა, როცა ის რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ ჩამოდის.

“ეს არის კონკრეტული მხარდაჭერის სიგნალი, როგორც ჩვენი მოსახლეობისთვის, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე, რომ გერმანია მხარს უჭერს საქართველოს და მზად არის თანამშრომლობისთვის”. –  განაცხადა ცქიტიშვილმა.

მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში, მერკელთან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობასთან და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებთან დაკავშირებულ თემაზე იქნება საუბარი.

“ეს შესაძლებლობა მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ“,  აცხადებს ცქიტიშვილი.

შეგახსენებთ, ანგელა მერკელი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 23 აგვისტოს ეწვევა.

იტვირთბა....