aviabiletebi
ახალი ამბები კრიმინალი მთავარი

მკვლელობა ქობულეთში-მოკლული მამაკაცი მდინარე კინტრიშში გადააგდეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ქობულეთში, მდინარე კინტრიშში ნაპოვნი გარდაცვლილი მამაკაცი მოკლული აღმოჩნდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1988 წელს დაბადებული პირი დააკავა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა გარდაცვლილს, რომლისთვისაც სახლი გირაოს სანაცვლოდ ჰქონდა გადაცემული, დანით რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა ანგარების მიზნით მიაყენა, ცხედარი კი მდინარეში გადააგდო.

გარდაცვლილი მარტო ცხოვრობდა. გამოძიება გრძელდება, მკვლელობის ზუსტი მოტივები გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ფაქტზე გამოძიება 118-ე მუხლით, განზრახ მკვლელობით მიმდინარეობს.

იტვირთბა....