aviabiletebi
ახალი ამბები კრიმინალი მთავარი საზოგადოება სამართალი

მკვლელობა ვანში: „ძმამ ძმა მშობლების თვალწინ მოკლა“ – „მეტრონომი“ გამგებლის მოადგილეს ესაუბრა

aviabiletebi
ავიაბილეთები

 

ვანის გამგებლის მოადგილემ, ლაშა გორგაძემ „მეტრონომთან“ განაცხადა, რომ ვანის რაიონში, ყუმურის თემში ძმამ ძმა შელაპარაკების ნიადაგზე, სანადირო თოფით მოკლა. მისი თქმით, 24 წლის ბიჭმა, მშობლების თვალწინ 30 წლის ძმა სიცოცხლეს გამოასალმა.

გამგებლის მოადგილე თვითმხილველებზე დაყრდნობით ამბობს, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფ ძმებს შორის, ჯერ შელაპარეკება მოხდა, შემდეგ კი კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. გორგაძე  „მეტრონომთან“ საუბარში ამბობს, რომ საბედისწერო მომენტამდე, 24 წლის ძმა გარდაცვლილმა სცემა.

ამის შემდეგ ნაცემი ძმა, მშობლების სახლიდან გამოვიდა, სახლში სოფელ ვერხვანში წავიდა, სანადირო თოფი აიღო და უკან დაბრუნდა, ძმას  ეზოში დაუძახა, გარეთ გამოსულს  კი რამდენიმე ტყვია ესროლა. 30 წლის მამაკაცი სასწრაფო დახმარების მისვლამდე გარდაიცვალა.

„საშინელი ფაქტი მოხდა. როგორც მათი ახლობლები ყვებიან, ძმებს შორის მსგავსი სახის დაპირისპირებას სხვა დროს ადგილი არ ჰქონია. არც ნასამართლები ყოფილან. ჩვეულებრივი ტკბილი ოჯახი ჰქონდათ. ერთი ძმა მშობლებთან ცხოვრობდა, მეორე ცალკე. გარდაცვლილს ცოლ-შვილი ჰყავს.

ვინც მოკლა ის დასაოჯახებელია. ჩხუბი სრულიად ყოფით ნიადაგზე მოხდა. ორივეს ცალ-ცალკე სახლები აქვთ, შესაბამისად, დავა ქონების გამო არ მომხდარა. სახლში მშობლებთან ერთად ქეიფობდნენ, ჯერ სიტყვიერი დაპირისპირება მოსვლიათ, შემდეგ კი ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადასულა. მშობლებს გაუშველებიათ.

როგორც გამგებლის მოადგილე ყვება, ნაცემი პატარა ძმა სახლში წავიდა. ყველა იქ მყოფს ეგონა, რომ სიტუაცია ჩამცხრალი იყო, თუმცა, რამდენიმე წუთში ის უკან შეიარაღებული დაბრუნდა, დაუძახა და გარეთ გამოსულ ძმას, სანადირო თოფიდან, რამდენიმე ტყვია დაახალა. საცოდავი ადგილზევე გარდაიცვალა. პოლიციას დამნაშავე თავად ჩაბარდა“, – ამბობს გორგაძე თვითმხილველებზე დაყრდნობით.

შიანაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის 11 პრიმა – 108-მუხლით, განზრახ მკვლელობის ფაქტზე აღიძრა. ეჭვმიტანილი 24 წლის ბიჭი უკვე დაკავებულია.

 

იტვირთბა....