aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

მიხეილ ჯანელიძე: საზოგადოება გაღიზიანებულია “ქართული მარშის” გამო, ვიზიარებ ამ ემოციას

aviabiletebi
ავიაბილეთები

“არ შეიძლება დაპირისპირება, რადიკალიზმი, ქსენოფობია, აგრესია იყოს ქართული. ჩვენ ვართ ერი, რომელსაც უდიდესი და უძველესი კულტურა გვაქვს, დაფუძნებული შემწყნარებლობასა და ტოლერანტობაზე”,- ასე ეხმაურება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე „ქართული მარშის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.

როგორც მიხეილ ჯანელიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს, თავისუფალი აზრის გამოხატვა ის ძირითადი უფლებაა, რომლის დაცვისკენაც​ ქვეყანა მიისწრაფვის, თუმცა, როგორც ჯანელიძე აღნიშნავს, თავისუფალი აზრის გამოხატვა არ შეიძლება ატარებდეს შეურაცხყოფის და მუქარის სახეს.

„რამდენიმე დღეა ვხედავთ, რომ საზოგადოება არის უკიდურესად გაღიზიანებული ე.წ. ქართული მარშის და მისი შედეგების გამო. სრულიად ვიზიარებ ამ ემოციას. არ შეიძლება დაპირისპირება, რადიკალიზმი, ქსენოფობია, აგრესია იყოს ქართული. ჩვენ ვართ ერი, რომელსაც უდიდესი და უძველესი კულტურა გვაქვს, დაფუძნებული შემწყნარებლობასა და ტოლერანტობაზე.

რა თქმა უნდა თავისუფალი აზრის გამოხატვა ის ძირითადი უფლებაა, რომლის დაცვისკენაც ჩვენ მივისწრაფვით, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო და რაც გვაკავშირებს დასავლურ ცივილიზაციასთან. თუმცა თავისუფალი აზრის გამოხატვა და თუნდაც სახელმწიფო პოლიტიკის კრიტიკა, იქნება ეს მიგრაცია თუ სხვა, არ შეიძლება ატარებდეს შეურაცხყოფის და მუქარის სახეს. განსაკუთრებით მიუღებელია ასეთი მუქარა და შეურაცხყოფა განსხვავებული აზრის მქონე სხვა მოქალაქის მიმართ.

ეს დაპირისპირება ჩვენი მტრის წისქვილზე ასხამს წყალს. მარტივია დაქსაქსული საზოგადოების კონტროლი. საჭიროა, ყველა კარგად დაფიქრდეს თუ რა შედეგებამდე შეიძლება მიიყვანოს ქვეყანა გააზრებულმა თუ გაუაზრებელმა ამგვარმა ქმედებებმა“,- წერს მიხეილ ჯანელიძე.

შეგახსენებთ, facebook-ზე ქართველთა მარშის ორგანიზატორთა ნაწილის პოსტები და კომენტარები გავრცელდა, სადაც ისინი გაეროში საქართველოს ყოფილ ახალგაზრდა ელჩს თათია დოლიძეს მის მიერ დაწერილი სტატუსის გამო საჯაროდ, სოციალურ ქსელში ემუქრებიან.

იტვირთბა....