aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

მიხეილ ხიდაშელი: სამართალდამცველებს ჰქონდათ გარკვეული კითხვები, რომელსაც პასუხი გავეცი

aviabiletebi
ავიაბილეთები

მიხეილ ხიდაშელმა შსს-ში მისი გამოკითხვის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ სამართალდამცველებს გარკვეული ტიპის კითხვები ჰონდათ, რომელსაც პასუხი გასცა. თუმცა მას არ დაუკონკრეტებია რასთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვები სამართლდამცველებმა.

„სამართალდამცველებს ჰქონდათ გარკვეული კითხვები, რომელსაც პასუხი გავეცი, თუმცა მეტს ვერაფერს მოგახსენებთ. ძალიან დიდი ბოდიში, რომ მთელი ღამე მელოდებოდით, მეტ ინფორმაციას ვერაფერს მოგაწოდებთ. სამართლდამცველები ყველა კითხვაზე გასცემენ პასუხს“, – განაცხადა ხიდაშელმა.

შეგახსენებთ, რომ „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელმა ზვიად კუპრავამ გუშინ განაცხადა, რომ სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნისგან მიიღო ინფორმაცია, რომ იგეგმება ზაზა სარალიძის დაჭრა.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ,  ღამით, აქციაზე მისულ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს სიტყვის თქმა არ აცალეს, ბოთლები ესროლეს და ის იძულებული გახდა დაეტოვებინა საპროტესტო აქცია. მანამდე ის ზაზა სარალიძესთან მივიდა, მიუსამძიმრა და გადაეხვია.

მოგვიანებით, მან კანცელარიაში ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ვერ ხედავს გადადგომის მიზეზს. მან საქმის გამოძიება, რომლის გამოც დაიწყო არეულობა, შსს-ს გადასცა. კვირიკაშვილის თქმით, შს მინისტრ გახარიასთან ერთად ის პირადად მიადევნებს თვალს გამოძიებას.

მანამდე, საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე გადადგა. მან ეს გადაწყვეტილება ხორავას ქუჩის საქმეზე მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ მიიღო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძემ, 6-თვიანი დახურული სასამართლო განხილვის შემდეგ, ხორავას ქუჩაზე მოკლული №51 სკოლის მოსწავლეების, ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა და დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულს მუხლი გადაუკვალიფიცირა. ის დამნაშავედ არა განზრახ მკვლელობაში, არამედ მცდელობაში სცნო. მეორე ბრალდებულიც სარალიძის მკვლელობაში უდანაშაულოდ გამოაცხადა, ხოლო დადუნაშვილის მკვლელობაში სრულიად დამნაშავედ სცნო. ამ გადაწყვტილებას ზაზა სარალიძის მხრიდან აქციების დაწყება მოყვა. მან მოსახლეობას მოუწოდა, რომ გვერდით დადგომოდნენ.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა. განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულია 2 არასრულწლოვანი, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით პასუხისგებაში 5 პირია მიცემული. საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.

 

იტვირთბა....