aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელი: “არსებობს იდეა, რომ მშობელსა და სკოლას შორის კონტრაქტი დაიდოს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ არსებობს იდეა რომლითაც მშობლებსა და სკოლას შორის კონტრაქტი დაიდება.
“სერიოზული პრობლემა არის ოჯახის. ჩვენ გვაქვს იდეა, რომ მშობელსა და სკოლას შორის გაფორმდეს ხელშეკრულება. აქ ფსიქოლოგიური ასპექტიც არის ანუ თუ მშობელმა იცის, რომ გარკვეულ პრობლემასთან აქვს საქმე, მათ შორის ოჯახის სიტუაციიდან გამომდინარე, უნდა შეატყობინოს სკოლას და პირიქით, სკოლამ უნდა უთხრას მშობელს, რაღაცა „ისეთს“ ამჩნევ. საჭიროა გუნდური მუშაობა. რეალობა მძიმე გვაქვს. ამ მიმართულებით უნდა წავიდეთ. ჩვენ პირდაპირ ვეუბნებით მშობლებს, მინიმუმ 15 წუთი ესაუბრეთ თქვენს შვილებს”, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
მინისტრს ხელშეკრულების სხვა დეტალებზე ყურადღება არ გაუმახვილებია.

იტვირთბა....