aviabiletebi
არჩევნები აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი: ჩვენ შეიძლება, 24 საათში საქართველოს სახელმწიფო დავკარგოთ

aviabiletebi
ავიაბილეთები

„ჩვენ შეიძლება, 24 საათში საქართველოს სახელმწიფო დავკარგოთ,“ – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა “რუსთავი2-ის” ეთერში განაცხადა.

სააკაშვილის აზრით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე, გაიმარჯვებს.

„ივანიშვილი არის სრულ პანიკაში, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ კონკრეტული საფრთხეებია, რომ საქართველოს მოაწყდეს არა მხოლოდ გორჯესტანი, ჩახალიანი, გოგა ხაინდრავა, ეს ყველაფერი შანტრაბა, არის საფრთხე იმისა, რომ საქართველომ დაკარგოს დამოუკიდებლობა. ნახეთ, როგორ დაამცირა ივანიშვილმა ბოლო დღეებში ჩვენი ხალხი, ამ ხალხმა ჩაგვიტარა რა ტრიუკი. რამდენიმე დღის წინ გამოვიდა, რომ 600 ათას ადამიანს ვალი ჩამოაწერესო და ეს თავიდან ბოლომდე რომ ბლეფია, ბანკებთან გასაცოდავებული ხალხი რომ მივიდა, აღმოაჩინეს, რომ ეს ყველაფერი სიცრუეა. რამდენჯერ უნდა ჩაგვიტაროს ერთი და იგივე ფინტი ამ ჯიბიდან გაგდებულმა აფერისტმა… ხვალ ჩვენ ვიმარჯვებთ. წლის ბოლოს საქართველოს ექნება ახალი რეალობა და ეყოლება ახალი ხელისუფლება.

საქართველო გეკუთვნით თქვენ, ჩემო ძვირფასებო, არა სააკაშვილს, არა დათო ბაქრაძეს, არა გრიგოლ ვაშაძეს, ძალიან ღირსეულ, მაგარ კანდიდატს, საქართველო ეკუთვნის არა პოლიტიკურ კლანს, საქართველო ეკუთვნის ქართველს ხალხს ან ეკუთვნის ივანიშვილს. დროა, ქართველებმა დაიბრუნოთ თავისი ქვეყანა,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. საქართველოს მესამე პრეზიდენტი არჩევანის ეთერში დავით ბაქრაძის გამოსვლას გამოეხმაურა, რომელსაც “ღირსეული” უწოდა.

იტვირთბა....