aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

პოროშენკო: არ ვიცი რას აკეთებს სააკაშვილი უკრაინაში

aviabiletebi
ავიაბილეთები

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო აცხადებს, რომ მან არ იცის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რას აკეთებს. მისი თქმით, ის მან პირადად იმიტომ მიიწვია უკრაინაში, რომ ქვეყნის მართვაში დახმარებოდა, თუმცა მას მნიშვნელოვანი არაფერი გაუკეთებია. ამის შესახებ უკრაინის პირველმა პირმა ბრიუსელში განაცხადა.

„არ ვიცი, რას აკეთებს ბატონი სააკაშვილი უკრაინაში. ის მოწვეული იყო იმისათვის, რომ დამხმარებოდა, მაგრამ ალბათ ხედავთ შედეგს – მას მნიშვნელოვანი არაფერი გაუკეთებია“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

პოროშენკოს რამდენიმე წუთის წინ თავად მიხეილ სააკაშვილმაც უპასუხა.   მან განცხადება სოციალურ ქსელში  გაავრცელა.

„ამბობს, რომ არ იცის, რითი ვარ დაკავებული. მას რეგულარულად მიეწოდება ინფორმაცია ჩემი გადაადგილების შესახებ, რომელსაც დემჩინი აწვდის, მაგრამ მან რეალურად ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ უკრაინის მოქალაქეებმა ვერ გაიგონ, რითი ვართ დაკავებულები, ჩვენი პროგრამის შესახებ. ის პირადად დაკავებულია ჩვენი დაბლოკვით. არაუშავს, გავუძლებთ, უკრაინა გაიმარჯვებს“, – წერს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ პორშენკოს განცხადებამდე გუშინ მიხეილ სააკაშვილმა სოციალური ქსელში შემდეგი სახის პოსტი გამოაქვეყნა:

„22 ივნისის 2 მოწვევა მაქვს. ერთი ტანზანიის ხელმძღვანელობისაგან დარ­ეს­სალამში (აფრიკა) კონფერენციაზე და მეორე კი ბრიუსელის სამიტზე, ევროპის სახალხო პარტიისაგან. ახლახან სანდო წყარომ მაცნობა, რომ ბრიუსელიდან დაბრუნების შემდეგ უკრაინაში აღარ შემიშვებენ, ვინაიდან პოროშენკო, რომელც ასევე იქნება ბრიუსელის სამიტზე, უკრაინის მოქალაქეობას ჩამომართმევს. მე თავიდანვე არ ვგეგმავდი ბრიუსელში წასვლას და მივდივარ აფრიკაში. ასე რომ პეტრო პოროშენკო, ნუ დარდობთ, არ გაგიფუჭებთ განწყობას ბრიუსელში, ვინაიდან თქვენგან 11 000 კილომეტრის დაშორებით ვიქნები აფრიკაში და შეეშვით ჩემთვის მოქალაქეობის ჩამორთმევაზე ფიქრს, ვინაიდან მე მაინც დავბრუნდები მშობლიურ კიევში”, – წერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი.

 

იტვირთბა....