aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მიხეილ ბატიაშვილი 7 მოადგილის შესახებ: უწყებების შერწყმის შედეგად 3 მოადგილის შტატი გაუქმდა, სულ 10 მოადგილე იყო

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს მიხეილ ბატიაშვილს 7 მოადგილე ეყოლება. მათ შორისაა, კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი მიხეილ გიორგაძე.

გიორგაძის გარდა ბატიაშვილის მოადგილეები იქნებიან ლია გიგაური, თეიმურაზ მურღულია, ალექსანდრე თევზაძე, ლევან ხარატიშვილი, შალვა გოგოლაძე და ირინე აბულაძე.

“კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, ჯამში, სულ 10 მოადგილე იყო – ამ ორი უწყების შერწყმის შედეგად კი, 3 მოადგილის შტატი უკვე გაუქმდა და მხოლოდ ამ გარდამავალ ეტაპზე დარჩა შვიდი”, – ასე გამოეხმაურა აღნიშნულ ფაქტს მიხეილ ბატიაშვილი.

მინისტრის თქმით, რეორგანიზაციის დასრულებისთანავე, საჭიროებების განსაზღვრის შემდეგ დასახელდება მინისტრის მოადგილეების ზუსტი რაოდენობა.

“გასათვალისწინებელია ისიც, რომ ორი უწყების შერწყმა არ არის მექანიკური პროცესი. მოგეხსენებათ, კანონით გათვალისწინებულია სამთვიანი გარდამავალი პერიოდი – სწორედ, ამ დროში უნდა ჩამოყალიბდეს ყველა საჭიროების გათვალისწინებით გაერთიანებული დიდი უწყების საბოლოო სტრუქტურა, თუმცა ამ დაწესებული ვადის ნაცვლად ახალი სტრუქტურა, მოადგილეების რაოდენობასთან ერთად, საზოგადოებისთვის უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, რაც მაქსიმალურად ეფექტური მართვის საშუალებას მოგვცემს“, – განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლების სამინისტროსთან შეერთების შემდეგ გაუქმდა და ჩამოყალიბდა გაერთიანებული უწყება – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

იტვირთბა....