aviabiletebi
ახალი ამბები კულტურა მთავარი საზოგადოება

“მის მსოფლიო 2017”: საქართველოს ქეთი შეყელაშვილი წარადგენს

aviabiletebi
ავიაბილეთები

წელს სილამაზის საერთაშორისო კონკურსის ,,MISS WORLD 2017”-ის გრანდიოზული ფინალური შოუ 18 ნოემბერს, ჩინეთის ქალაქ სანიაში გაიმართება, რომლის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოში ტელეკომპანია „ტვ პირველი“ უზრუნველყოფს.

წლის ყველაზე პრესტიჟულ სილამაზის საერთაშორისო კონკურსზე საქართველოს წარადგენს „იმიჯ ცენტრის“ მოდელი, “ვიცე მის საქართველო 2016”, 23 წლის ქეთი შეყელაშვილი.

ინფორმაციას საქართველოში „მის მსოფლიოს“ ოფიციალური და ექსკლუზიური წარმომადგენელის კომპანია „იმიჯ ცენტრი“ ავრცელებს.

“მის მსოფლიო 2017”-ის ფინალზე 100-ე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი იქნება და მათი შეფასება და ხმის მიცემა შესაძლებელია მის მსოფლიოს ოფიციალურ ვებ გვერდზე და სოციალური ქსელების მეშვეობით:

http://www.missworld.com

ტრადიციულად, საქართველოს წარმომადგენლის ჩაცმულობაზე ზრუნავს მოდის სახლი “მარიონელა”, რომელიც სპეციალურად მსოფლიო ფინალისთვის ამზადებს საღამოს კაბას და ნაციონალურ სამოსს. კომპანია “მარიონელას” მიერ შექმნილ საღამოს კაბას შეფასებს სპეციალური ჟიური ნომინაციაში “ საუკეთესო დიზაინის კაბა” ( Best Design Award ).

საერთაშორისო კონკურსის მიმდინარეობისას კონკურსანტებს აგრეთვე ელით სხვადასხვა წინაშესარჩევღონისძიებებში მონაწილეობის მიღება, რის მიხედვითაც ჟიური გამოავლენს გამარჯვებულებს სხვადასხვა ნომინაციებში, რომლებიც ავტომატურად მოხვდებიან საპატიო ტოპ 20-ში:

Miss World Talent- მის ტალანტი

Miss World Fashion – Top Model-მის ტოპ მოდელი

Miss World Multi-Media Award-ხალხის რჩეული (სოციალური ქსელების მეშვეობით ვლინდება)

Miss World Top Fitness / Sports-მის ფიტნესი/სპორტი

Miss World Beauty with a Purpose-მის ქველმოქმედება

მის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება გახლავთ საქველმოქმედო პროექტი “სილამაზე სიკეთისათვის”. ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლამაზმანები ახორციელებენ განსხვავებული მიმართულების საქველმოქმედო ღონისძიებებს, რის შედეგადაც ვლინდება “მის ქველმოქმედება”. კონკურსის დროს სპეციალური ჟიურის მიერ ფასდება ჩატარებული საქველმოქმედო პროექტები და ფინალურ ღონისძიებაზე სახელდება გამარჯვებული ამ ნომინაციაში.

“შეგახსენებთ, რომ სილამაზის კონკურსი “მის საქართველო” კომპანია “იმიჯ-ცენტრი”-ს ორგანიზებით ყოველწლიურად წარმატებით ტარდება ჩვენს ქვეყანაში და მის საქართველო 2017-ის ფინალური შოუ წელს ნოემბრის ბოლოს, ბათუმში გაიმართება.”-ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....