aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

მირზა სუბელიანის ადვოკატი: “სუიციდის კვალი ეტყობა, დაზიანებები აქვს, სტრესული მდგომარეობა აქვს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული მირზა სუბელიანის ადვოკატი ადასტურებს გავცელებულ ინფორმაციას, რომ მან ციხეში თვითმკვლელობა სცადა.

როგორც “მეტრონომს” ადვოკატმა ინგა ჩალაურმა განუცხადა, სუბელიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

“სუიციდის კვალი ეტყობა, დაზიანებები აქვს, მდგომარეობა სტრესული აქვს. ემოციური ფონი აქვს ძალიან კრიტიკული”- განუცხადა ადვოკატმა “მეტრონომს”.

გუშინ, ჟურნალისტმა ელისო კილაძემ გაავცელა ინფორმაცია, რომ მირზა სუბელიანი ნაცემი იყო, მაგრამ ამის შესახებ ინფორმაცია არ დაადასტურა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა. ადვოკატები აცხადებენ, რომ მირზა სუბელიანმა ციხეში თვითმკვლელობა სცადა.

 

იტვირთბა....