aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მირდატ ქამადაძე: აჭარაში არჩევნები სუს-მა ჩაატარა

aviabiletebi
ავიაბილეთები

აჭარაში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის მირდატ ქამადაძის თქმით არჩევნები გაყალბდა.

“ამ არჩევნებმა აჩვენა, მიუხდავად ტოტალური გაყალბებისა, მიუხედავად იმ უსამართლოდ ჩატარებული არჩევნებისა სრულიად საქართველოს მასშტაბით და მათ შორის აჭარაშიც, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა რჩება მთავარ ოპოზიციურ ძალად. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არის ძალა, რომელიც განიხილება ქართული ოცნების ალტერნატივად და მომავალში ჩვენ გამარჯვბა წინ გვაქვს. ეს გარდაუვალია. გუშინაც არაერთახელ განვაცხადეთ და დღესაც ვამბობთ, რომ აჭარაში არჩევნები ჩაატარა სუს-მა და ნაცვლად დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნებისა, რომელსაც გვპირდებოდა ქართული ოცნება ხელისუფლებაში მოსვლის წინ, ჩვენ მივიღეთ ტოტალურად გაყალბებული არჩევნები”. განაცხადა ქამადაძემ.

იტვირთბა....