aviabiletebi
ახალი ამბები ბიზნესი ეკონომიკა მთავარი

ქართული მინერალური წყალი სამხრეთ კორეაში ექსპორტზე გავიდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

 

“ნაბეღლავი“ საექსპორტო ბაზრებს აფართოებს. ქართული მინერალური წყალი ცოტა ხნის წინ სამხრეთ კორეაში გავიდა. კომპანიის ექსპორტის მენეჯერი ლევან ჩიქოვანი „ბიზნესკონტრაქტთან“ აცხადებს, რომ დაინტერესება თავად კორეული მხარისგან წამოვიდა და პირველი პარტია ქვეყანაში რამდენიმე თვის წინ გაიგზავნა. მისივე თქმით, ჯერჯერობით არ არის პერმანენტული მიწოდება, რადგანაც ამ ეტაპზე ქართული მინერალურ წყალს კორეელ მომხმარებელს აცნობენ.

რაც შეეხება სხვა ბაზრებს, კომპანიის ექსპორტის მენეჯერის განცხადებით, „ნაბეღლავი“ ყველა მიმართულებით აგრძელებს მუშაობას, როგორც ევროპულ, ასევე აზიურ ბარზებზე. ამ ეტაპისთვის კი სამუშაოები 25 ქვეყანაში მიმდინარეობს.

იტვირთბა....