aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მიმაჩნდა, რომ მირზა სუბელიანის გადადგომის არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ხორავას ქუჩაზე შექმნილი დროებითი საგამოოძიებო კომისიის წევრების კითხვებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და ყოფილი მთავრი პროკურორი ირაკლი შოთაძე პასუხობს.

საგამოძიებო კომისიის წევრმა, გიგა ბოკერიამ ყოფილ მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს კიხვით მიმართა გასცა თუ არა მირზ სუბელიანს  დაკითხვის დავალება .
შოთაძის თქმით, სუბელიანმა ითანამშრომლა გამოძიებასთან და შვილის დაკითხვას დაესწრო.

„ბატონმა სუბელიანმა ჩვენთან დაკითხვისას კომისიის მიერ უარყო შაყულაშვილთან ეს შეხვედრა, უარყო კატეგორიულად. როგორ ფიქრობთ, რატომ შეიძლება ეს ეთქვა, ცრუობს, მატყუარაა? – აღნიშნა ბოკერიამ, რაზე შოთაძემ უთხრა, რომ არ იცის.

გიგა ბოკერიას ასევე, აინტერესებდა, რამდენად სწორი გადაწყვეტილება მიიღო სუბელიანმა, როდესაც თანამდებობა დატოვა.

„რაც შეეხება კონკრეტულად ამ ფაქტს, მირზა სუბელიანმა მოგვმართა განცხადებით გადადგომაზე და მე დავუკმაყოფილე ეს განცხადება. ეს იყო მისი გადაწყვეტილება და არ ვაპირებ ამის შეფასებას… მე რომ ვყოფილიყავი მირზა სუბელიანის ადგილზე, მეც მივიღებდი ანალოგიურ გადაწყვეტილებას, რათა პროკურატურა ამერიდებინა შესაბამისი ზიანისგან,“ – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

რაც შეეხება, სუბელიანის განცხადებას, რომ ირაკლი შოთაძემ უთხრა, რომ გადადგომას ჩქარობდა, ამასთან დაკავშირებით ყოფილმა მთავარმა პროკურორმა აღნიშნა, რომ მან ეს სიტყვები უთხრა სუბელიანს.

„მე მიმაჩნდა, რომ მირზა სუბელიანის გადადგომის არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა,“ – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს, სადაც ყოფილ მთავარ პროკურორს ირაკლი შოთაძეს და შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას უსმენენ. დღესვე კომისია იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს 15:00 საათზე მოუსმენს.

იტვირთბა....