aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მილიონ ევროზე მეტი ღირებულების სატრანსპორტო საშუალებებს ნატო საქართველოს გადასცემს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ნატო საქართველოსთვის თავდაცვით აღმშენებლობაში დახმარების მიზნით ფინანსურ კონტრიბუციას გაიღებს. ამ საკითხთან დაკავშირებული შეთანხმება დღეს, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწემ ჯონათან პერიშმა გააფორმეს.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დახმარება ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრისთვის (JTEC) მილიონ ევროზე მეტი ღირებულების ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაცემას გულისხმობს.

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ლევან იზორიამ ალიანსის წარმომადგენლებს საქართველოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული რეფორმები, განსაკუთრებით ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესი გააცნო. მინისტრმა აღნიშნა, რომ პაკეტით განსაზღვრული ინიციატივები პროგრესულად ვითარდება.

ლევან იზორიამ ჯონათან პერიშს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობაც გადაუხადა.

იტვირთბა....