aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“მივიღეთ გადაწყვეტილება, სრულად დავიტვირთოთ აზერბაიჯანული ბუნებრივი აირით”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ენერგეტიკის მინისტრის, ვიცე-პრემიერის კახა კალაძის განცხადებით, „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულება იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ არ ვიყოთ დამოკიდებულები რუსულ ბუნებრივ აირზე. კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობების შეძენასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. მისი თქმით, მიღებულია გადაწყვეტილება, ქვეყანა სრულად დაიტვირთოს აზერბაიჯანული ბუნებრივი აირით.

„ხელშეკრულება, რომელიც გაფორმდა „გაზპრომთან“, გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ არ ვიყოთ დამოკიდებულები რუსულ ბუნებრივ აირზე. ანუ, მიღებული თანხით, ჩვენ შეგვიძლია, ვიყიდოთ ბუნებრივი აირი აზერბაიჯანიდან, ასევე არის შესაძლებლობა, ვიყიდოთ ირანში. თუმცა, დღევანდელი გადმოსახედიდან, მივიღეთ გადაწყვეტილება სრულად დავიტვირთოთ აზერბაიჯანული ბუნებრივი აირით.

ეს არის ორწლიანი ხელშეკრულება. ორი წლის შემდეგ. ჩვენ ვიქნებით უფრო მყარ პოზიციებზე, რადგან გვექნება გაზსაცავი, იქნება დასრულებული შაჰდენიზის პროექტი, საიდანაც გვექნება დამატებითი მოცულობები და გვექნება უფრო მეტი ბერკეტი, რომ ვესაუბროთ „გაზპრომს“, თუნდაც იგივე, 10%-ზე გადასვლაზე“, – განაცხადა კალაძემ.

იტვირთბა....