aviabiletebi
აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება სპორტი

მიეცით ხმა ნიკოლოზ ბასილაშვილს, რომ გახდეს მსოფლიოში საუკეთესო ჩოგბურთელი

aviabiletebi
ავიაბილეთები

ნოემბრის დასაწყისში გულშემატკივართა ვერსიით წლის საუკეთესო ჩოგბურთელის ვინაობა გახდება ცნობილი. გამოკითხვა ATP-ის ოფიციალურ ვებგვერდზე მიმდინარეობს.

გულშემატკივრებს ჩოგბურთელებისთვის ხმის მიცემა შეუძლიათ როგორც ინდივიდუალურ, ისე წყვილთა თანრიგში. ხმის მიცემა ასევე შესაძლებელია ნიკოლოზ ბასილაშვილისთვისაც.

ATPWorldTour.com-ის გამოკითხვა 2 ნოემბერს დასრულდება. თუმცა აღსანიშნავია, რომ 15 ოქტომბერს საუკეთესო მოთამაშის წოდებისთვის ნომინანტები დაგროვებული ხმების მიხედვით შეირჩევა.

გამოკითხვაში მომხმარებლებს შეუძლიათ ხმა მისცენ მსოფლიო რეიტინგის საუკეთესო ასეულის ნებისმიერ წევრს, ხოლო წყვილთა შორის – 25 საუკეთესო გუნდიდან ერთ-ერთს.

გულშემატკივარს შეუძლია ქართველ ჩოგბურთელს ნიკოლოს ბასილაშვილს მისცეს ხმა.

ხმის მიცება შესაძლებელია ამ ბმულზე

შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს ქართველი ჩოგბურთელი ჩინეთის ღია პირველობის გამარჯვებული გახდა. ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო ანგარიშით 6:4, 6:4 დაამარცხა. ტურნირში გამარჯვების შემდეგ ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგში 23-ე ადგილამდე დაწინაურდა. 29 ივლისს ქართველი ჩოგბურთელი German Open Hamburg 500-ის გამარჯვებულიც გახდა.

იტვირთბა....