aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მთლად ცუდადაა საქმე: „სამინისტროებიდან ადამიანებს უკანონოდ ათავისუფლებენ“

aviabiletebi
ავიაბილეთები

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი სოციალურ ქსელში სამინისტროს დეპარტამენტის ყოფილი უფროსის პოსტს იმეორებს და იქვე აცხადებს, რომ „სამინისტროს დეპარტამენტის უფროსებს შორის ყველაზე გაწონასწორებული და დინჯი გიორგი წაქაძე რომ ამას წერს,  რაღაც მთლად ცუდადაა საქმე“.

რაც შეეხება თავად გიორგი წაქაძეს, იგი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში თვითმმართველობის განვითარებისა და რეგიონული პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი იყო და სხვებთან ერთად დატოვა თანამდებობა ახალი მინისტრის მოსვლის შემდეგ. გიორგი წაქაძე წერს, რომ სამინისტროებიდან ადამიანებს უკანონოდ ათავისუფლებენ:

„საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროში სიბნელე ისადგურებს – ესაა მძიმე რეალობა. განვმარტავ: ნოემბრის ბოლოს სამინიტროში მოვიდა პოლიტიკური ხელმძღვანელობა, რომელმაც პირველ რიგში მოახდინა დეპარტამენტების ყველა უფროსის და, ასევე, უფრო დაბალ თანამდებობებზე დასაქმებულების პირდაპირი ან ირიბი გაფრთხილება, დაეტოვებინათ კონკურსის წესით დაკავებული თანამდებობები! ანუ, სახეზეა სრული კატასტროფა – ფაქტი, რომლის მსგავსიც არც ერთ სამინისტროში არ მომხდარა 2011 წლის შემდეგ. შეგნებულად არ ვეხები იმ საკითხს, თუ რა ხედვები აქვს ახალ ხემძღვანელობას სამინისტროს მიერ თავისი ფუნქციის უკეთ შესრულების და მომავალი საკადრო პოლიტიკის კუთხით. იკითხავთ: რა არის ამ ყველაფრის მოტივაცია? ჩემი პასუხია – მინიმუმ, სიბეცე და უაზრო თავდაჯერებულობა – სხვა ახსნა არ არსებობს… თუმცა მჯერა, რომ ბოროტება ვერ გაიმარჯვებს. მე მივიღე გამოწვევა და მზად ვარ, არამხოლოდ საკუთარი თავის და ოჯახის, არამედ ქვეყნის საჯარო სამსახურის ინტერესებისთვის ბოლომდე ვიბრძოლო. ამისთვის კანონით ნებადართულ ყველა მეთოდს გამოვიყენებ,“ – წერს გიორგი წაქაძე.

 

იტვირთბა....