aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მთავრობის სტრატეგიული ხაზი კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვა იქნება”

aviabiletebi
ავიაბილეთები

“კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვა იქნება სტრატეგიული ხაზი ჩვენი მთავრობისთვის,” – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიანი, თანმიმდევრული და პრაგმატული პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვახორციელებთ და რომელსაც ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებად დარჩება ჩვენთვის. კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვა იქნება სტრატეგიული ხაზი ჩვენი მთავრობისთვის“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კვირიკაშვილის შეფასებით, 2017 წლის პირველი 10 თვის განმავლობაში ეკონომიკური ზრდა იყო 4,9%, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია.

“ჩვენმა ქვეყანამ წარმატებით გადალახა 2014 წლის შემდგომი გარე ეკონომიკური შოკის პერიოდი და ვფიქრობთ, რომ მომავალი წელი კიდევ უფრო დინამიური იქნება ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. 2017 წლის 9 თვეში შეიქმნა 38 ათასი სამუშაო ადგილი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი თანამოქალაქეებისთვის. მოგების გადასახადის რეფორმამ, რომელიც იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი 4- პუნქტიან გეგმაში, ბიზნესს მისცა საშუალება 500 მლნ ლარზე მეტი საინვესტიციო რესურსი დაეზოგა. ეს რესურსი მიმართული იქნა ეკონომიკაში, რაც დიდწილად არის მაღალი დინამიკა. მომავალი წლიდან იგეგმება, რომ მხოლოდ ელექტრონული ფორმის შევსების შედეგად სულ 5-დან 7 სამუშაო დღის პერიოდში იქნება შესაძლებელი დამატებითი ღირებულების გადასახადის დაბრუნება. ასევე, 2018 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება დეპოზიტების დაზღვევის სისტემა, რაც ფინანსურ სექტორს კიდევ უფრო მდგრადს გახდის და დაზოგვის მაჩვენებელს გაზრდის, გააუმჯობესებს ჩვენს ქვეყანაში. ამ რეფორმას მხარს უჭერს სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი. 2018 წელს ასევე მნიშვნელოვანი წინსვლა გვექნება ერთიანი მომსახურების სივრცის – ბიზნესსახლის პროექტის მიმართულებით და ასევე გავააქტიურებთ სტარტაპების დაფინანსების დაწყებულ პროგრამას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ინოვაციურად მოაზროვნე ადამიანებისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

იტვირთბა....